“წავიდა მედვედევი, წარსულია” – “მთავარის” ინფორმაციით, ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე რუსულ სოციალურ ქსელში 2 აგვისტოს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის პოსტს, რომელიც წერდა, რომ რუსეთი ისევ გახდება ერთიანი, როგორც 1000 წლის წინ და რომ ახალ ლაშქრობებში წავლენ სამშობლოს საზღვრების აღსადგენად. ის ასევე წერს, რომ საქართველო რუსეთთან შეერთებამდე საერთოდ არ არსებობდა.
როგორ არის რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე წარსული – ამაზე მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, მოქმედი ჩინოვნიკები კი არა, ქართული ოცნების ლიდერები, მართლაც ყოფილი ჩინოვნიკების განცხადებებზე აკეთებენ ხშირად კომენტარებს.
„1801 წლამდე საქართველო არ არსებობდა, იგი რუსეთის ნაწილი უნდა იყოს“ – დიმიტრი მედვედევი
კომენტარები