ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ბორტი რამდენიმე წუთის წინ უკვე დაეშვა ტაივანის დედაქალაქის ტაიბეის საერთაშორისო აეროპორტში.
ცნობისთვის, ტაივანს პეკინი თავის სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს, რის გამოც სი ძინპინის მთავრობამ ვაშინგტონი ორჯერ გააფრთხილა, რომ პელოსის იქ ვიზიტს მძიმე შედეგები მოჰყვება.
რამდენიმე დღის წინ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თავის ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან საუბარში დაჟინებით მოითხოვა, რომ ვაშინგტონმა ტაივანი ჩინეთის სუვერენულ ტერიტორიად აღიაროს. „ვინც ცეცხლს ეთამაშება, ის აუცილებლად დაიწვება“, – განაცხადა სი ძინპინმა.
ტაივანის პრემიერმა სუ ჩენგ-ჩანგმა კი თქვა, რომ კუნძული ნებისმიერ უცხოელ სტუმარს თბილად მიიღებს.
“ჩინეთი აფრთხილებს აშშ-ს – ჩვენი არმია საბრძოლო მზადყოფნაშია” – ჩინეთი
კომენტარები