პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “ნაციონალური მოძრაობა”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “ლელო” ერთ კოალიციად მოიხსენია და თქვა, რომ მათ ინტერესში შედის სტატუსის ვერ მიღება.
“საპარლამენტო ფორმატში არ ერთვება ეს სამი პარტია, ეს რა თქმა უნდა, პირდაპირ მიუთითებს, თან ამასთან ერთად პარალელურად აანონსებენ აქციებს სექტემბრიდან, რა კონსტრუქციულობაზე, რა რეკომენდაციების შესრულებაზეა საუბარი პირდაპირ, ცხადად, ღიად, დღისით, მზისით ამბობენ, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროპულ მომავალს”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილი ევროკომისიის რეკომენდაციების მიხედვით 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით პარლამენტის სამუშაო ჯგუფების პროცესს ბოიკოტს უცხადებს. ისინი ფიქრობენ, პროცესში მას შემდეგ ჩაერთონ რაც განხილვა კომიტეტებში გადავა, ხოლო ამ ფორმატში მუშაობას აზრი არ აქვს.
კომენტარები