სავარაუდო ელიტური კორუფცია – იტალიური კომპანია დემაკლენკო საქართველოს მთავრობისა და შპს “ემ თი ეის” წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მიზეზი კი ბაკურიანში 2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტალის ჩემპიონატის ჩატარებაა. როცა სახელმწიფოს ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა სატენდერო პირობები კონკრეტულ კომპანია “ტექნო ალპზე” იყო მორგებული.
იტალიური კომპანიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ სავარაუდო კორუფციული სქემებით საქართველოს ბიუჯეტიდან პროექტის რეალურ ღირებულებაზე თითქმის 50 მილიონ ლარზე მეტის გადახდა იგეგმებოდა.
დაზარალებული კომპანია საქალაქო სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავს და გამოძიების დაწყებასა და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
ნიუპოსტი.
კომენტარები