მომღერალი მამუკა ონაშვილი დღეს სიონის საკათედრო ტაძრიდან ახლობლებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა ტაშით გააცილეს. მომღერალი მახათას მთაზე, ახალ პანთეონში წაასვენეს.სიონის საკათედრო ტაძარში, მამუკა ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დღის განმავლობაში მომღერალს პატივი მიაგეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა. დღეს პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და პარლამენტის თავმჯდომარე.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 30 ივლისს, ნატახტართან ავარიაში მოყვა.
კომენტარები