ექიმი, რომელსაც 7 წლის ბავშვისთვის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, ადასტურებს, რომ გართულება ანესთეზიის დროს დაიწყო. ყველა ის ექიმი, რომელიც ტრაგიკული შემთხვევის დროს საოპერაციოში იმყოფებოდა, საგამოძიებო უწყებაში უკვე გამოიკითხა. გამოკითხეს ანესთეზიოლოგიც, რომელსაც დაღუპული ბავშვის ოჯახი მომხდარ ტრაგედიაში ადანაშაულებს.
ჟურნალისტი: გამოკითხვაზე თუ ბრძანდებოდით? მიაწოდეთ ინფორმაცია?
– რა თქმა უნდა ბატონო, რატომ არ უნდა მიმეწოდებინა. გუშინ ღამე დასრულდა [გამოკითხვა]. ოპერაცია ჯერ არ იყო დაწყებული [როცა უბედური შემთხვევა მოხდა]. ანესთეზიის დასაწყისში დაიწყო პრობლემები. ანამნეზში არაფერი არ ჰქონდა, ეს იყო მესამე ჩარევა, ორივე ჩარევა აბსოლუტურად პრობლემების გარეშე, ანამნეზშიც არაფერი არ იყო. არაფერი ნახსენები არ იყო. ორჯერ ოპერაცია გაკეთებული ჰქონდა წარსულში, 2-3 წლის წინ. [ჟურნალისტი: რეგულირების სააგენტოსთან თუ გქონდათ გასაუბრება?] რა თქმა უნდა, ბატონო. ეს ყველაფერი გუშინვე დაიწყო, – ამბობს ექიმი. 7 წლის ბავშვი, რომელსაც საოპერაციოდ ამზადებდნენ ანესთეზიის გაკეთების შემდეგ 3 აგვისტოს დაიღუპა. ოჯახი მომხდარში კლინიკის, უროლოგიის ეროვნული ცენტრის პერსონალს ადანაშაულებს.
წყარო: ნიუპოსტი.
კომენტარები