საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარე, დავით ოქიტაშვილი წერს:
“პრადვინუტებო!
აბა ერთი კარგად მომისმინეთ:
ჩვენ ის ბავშვები ვართ, ვისაც დედები აივნიდან ეძახდნენ სახლში ამოდიო.
ჩვენ ვართ ისინი, ვინც წერილებს ფურცელზე ვწერდით და არა მობილურზე. ჩვენ ვართ ისინი, ვისი მეგობრებიც online-ის ნაცვლად ეზოში იყვნენ.
ჩვენ ვართ ისინი ვინც ონლაინ თამაშების ნაცვლად დახუჭობანას ვთამაშობდით. ჩვენ ის ბავშვები ვართ შუქი რომ მოდიოდა და ვყვიროდით მთელი უბანი ერთად.
ის ბავშები ვართ დენდი რომ გქვონდა.
ის ბავშვები ვართ დონალდოს და ტურბოს ნაკლეიკებზე ჯეირნს რომ ვთამაშობდით და ლიმონათის ნაცვლად ზუკოს ან ინვაიტს ვსვამდით.
წრეში ბურთს და ორდროშობანას რომ ვთამაშობდით.
ჩვენ ის ბავშვები ვართ სიყვარული და ზრდილობა რომ გაგავაჩნდა და კიდევ ის ახალგაზრდები ვართ სუფრაზე სიმღერიანი და არა ტელეფონიანი ქეიფები რომ გვქონდა და ძიძასთან კი არა, საყვარელ ბებია-ბაბუასთან რომ ვისვენებდით ზაფხულობით სოფელში .
ჩვენ ის ბავშვები ვართ მობილურები რომ არ გვქონდა და მაინც ვიცოდით მთელი სასტავი სად იყო.
ჩვენ ისენი ვართ “კერასინკის” სუნში რომ ვიძინებდით და გრენდაიზერს ვუყურებდით.
ლარად კოკა-კოლა, ნაყინი, ჩუპაჩუპსი, “კევი “და კიდევ რამე რომ მოგვდიოდა… სონის გაჩითვა სენსაცია რომ იყო და ფეხბურთის თამაშის დროს ბურთის პატრონი არ უნდა გაგებრაზებინა თორემ მთავრდებოდა თამაში…
ჩვენ ვართ ბავშვები რომლებსაც მუხლებზე შრამები გვაქვს.
ჩვენ ვართ ისინი ვისი ბავშვობაც ძალიან მაგარი იყო.
P:S და რაც მთავარია მოთმინების უნარი ვიცით ,მაგრამ არვიცით !როდემდე.”
კომენტარები