ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის სასამართლოს მიერ, NBA-ის კალათბურთელის, ბრიტნი გრინერისთვის გამოტანილ განაჩებს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ რუსეთი გრინერს არასწორად აკავებს.
ბადიენის თქმით, ადმინისტრაცია გააგრძელებს დაუღალავად მუშაობას და დაიცავს ყველა შესაძლო გზას, რათა ის სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდეს.
„დღეს ამერიკის მოქალაქე ბრიტნი გრინერი დააპატიმრეს, რაც კიდევ ერთი შეხსენებაა იმის, რაც უკვე იცოდა მთელმა მსოფლიომ: რუსეთი არასწორად აკავებს ბრიტნის. ეს მიუღებელია, მე მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი, რომ საყვარელ ადამიანებთან, მეგობრებთან და თანაგუნდელებთან ერთად იყოს… ადმინისტრაცია გააგრძელებს დაუღალავად მუშაობას და დაიცავს ყველა შესაძლო გზას, რათა ბრიტნი და პოლ უელანი სახლში უსაფრთხოდ, რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ,” – თქვა ბაიდენმა
ცნობისთვის, გრინერი 17 თებერვალს მოსკოვის შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტში, ბარგში ერთ გრამზე ნაკლები კანაფის ზეთით დააკავეს.
შეგახსენებთ, დღეს რუსეთის სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელ ბრიტნი გრინერს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარდა ამისა, სასამართლომ განაცხადა, რომ გრინერმა დანაშაული განზრახ ჩაიდინა და სასჯელის გარდა მას 1 მლნი რუბლის (დაახლოებით 16,400 დოლარი) ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
კომენტარები