პოლონეთში მცხოვრები მსახიობი, ზურაბ პირველი:
“როგორი მყარი და კონკრეტულია პოლონეთის პოლიტიკა უკრაინის და რუსეთის მიმართ, ეს ყველამ კარგად დაინახეთ.
ახლა მე გეტყვით, რა ხდება პოლონეთში თეატრებში:
პოლონეთის ყველა თეატრში, მსახიობების ინიციატივით და, რა თქმა უნდა, დირექციისა და მთავრობის თანხმობით, მოიხსნა რუსი დრამატურგების და რუსი რეჟისორების მიერ დადგმული ყველა სპექტაკლი. თუმცა ამას დიდი ფინანსური დანაკარგი მოჰყვა – პოლონური სცენიდან აბსოლუტურად ამოიძირკვა რუსეთი.
რუსი პოლონეთში ქუჩაში სიმღერას ვერც გაბედავს და თუ გაბედავს, ძალიან ცუდი დღე დაადგება!
რა ხდება ამ დროს საქართველოში?
კომენტარები