ლიკა ზუბიაშვილი, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ჰოსპიტალური ქსელი მედალფა · Hospital Network Medalpha – ბათუმის ფილიალი – ყოვლად უპასუხისმგებლო, არაპროფესიონალი, არაკომპეტენტური მედპერსონალი
ქვემოთ ატვირთულია ბავშვის ხელის თითის რენდგენის ფოტო, რომელზეც ტრამვატოლოგმა დასვა მოტეხილობის დიაგნოზი და მკურნალობის მიზნით, გასცა რეკომენდაცია, ლეიკოპლასტირით მეორე თითზე მიემაგრებინათ “მოტეხილი” თითი “მკურნალობა” უნდა გაგრძელებულიყო ორი კვირა
ცალკე საკითხია ის, რომ კლინიკაში მისულ პაციენტს ტრამვატოლოგი თვალით არ უნახავს, თუმცა გადაიხადა მისი კონსულტაციის საფასური, რომელსაც დაუკავშირდნენ ტელეფონით და მან ამავე გზით “დასვა დიაგნოზიც” და” დანიშნა მკურნალობა”, თუმცა ამას აღარ ვჩივი, ამოვარდნილი თითი ბავშვს მეორე თითზე “მიუბეს” (სხვა სიტყვა არ შეეფერება ამ სულელურ მანიპულაციას) და ასე უნდა ქონოდა ორი კვირის მანძილზე როგორი ტკივილი ახლდებოდა პროცესს, ფოტოს მიხედვით, რთული გამოსაცნობი არაა და წარმოდგენა არმინდა, ორი კვირის მერე რა შედეგი გვექნებოდა! მართლა არ მყოფნის სიტყვები აღშფოთების და ბრაზის გადმოსაცემად.”
იმ შემთხვევაში, თუ კლინიკა გააკეთებს კომენტარს, მასალა აქვე განახლდება.
კომენტარები