ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა:
“რატომ ბრაზობთ რუსებზე ვერ ვხვდები. ქართველთა დიდ ნაწილს შანსი მიეცა კარტოფილისა და ზეთის ნაცვლად რეალურ ფულზე გაყიდონ ქვეყანა და ამ შანსს ხელიდან გაუშვებენ?! დიახ, სწორედ ისინი ეგებიან ფიანდაზად რუსებს, ვინც კარტოფილისა და ზეთის სანცვლოდ გვართმევდა აქამდეც მომავლას.
რუსის ბუნება ეგეთია, ის ყველგან ბატონად თვლის თავს. მივეცით საშუალება, რომ პატივისცემით მოგვპყრობოდნენ, მივეცით შესაძლებლობა ეგრძნოთ, სად არის მათი ადგილი? ქართველებმა ზედმეტი 100 ლარისთვის ბინებიდან გამოყარეს ქართველი ბავშვები, აჭარაში, აი, იქ დარგის სპეციალისტი რომ ყავთ თავკაცად, ქართველებს კაფეებსა და ბარებში ზედაც არ უყურებენ და რუსებს ემსახურებიან პირველ რიგში.
სანაპიროებზე სიმინდის დამტარებლებიც კი ქართულად აღარ ყვირიან. რუსი ვერაფერს დაგავაკლებს, საკუთარი სიხარბე და უთავმოყვარეობა კი ბოლოს მოგვიღებს. თავმოყვარე ერს არც “კობახიძე და კომპანი” ეყოლება მმართველად, არც ოკუპანტი და სტუმარი აერევა ერთმანეთში, და საერთოდ, არც პირველად ყიდის ქართველი ქვეყანას და არც ბოლოჯერ იქნება ეს ამბავი. კოლექტიური თათქარიძეებისაა ეს ქვეყანა და კარგა ხანია ასეთი შესაფერისი, არსით “ქართული” ხელისუფლება აღარც გვყოლია იგრე ვუხდებით ერთმანეთს, როგორც ყველი და პური. რა არის თათაქრიძეობა? უპასუხისმგებლობა, გაუნათლებლობა, ფარისევლობა, სიზარმაცე სიხარბე, ცრუ რწმენა, ” სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი” რამდენჯერაც უთხრეს ქართველებს წელში გასწორდით, ღირსეულ ცხოვრებას უნდა შეეგუოთო, იმდენჯერ შეურაცხყოფილები დაჩნენ, ვის გაუბედეთ, “ვაზელინის “გარეშე ჩვენი ცხოვრება არ იქნებაო. ჰოდა მიუჩვეველს ნუ შეაჩვევ და შეჩვეულს ნუ გადააჩვევვო, ხომ გაგიგიათ?! გგონიათ არ იცის რიგითმა მეხინკლე და მეხაჭაპურე ქართველმა , რომ ოკუპანტი ” სტუმარი ღვთისა” არ არის? იცის გადასარავედ იცის, მაგრამ ყველაფერს დაივიწყებს, თვალსაც დაიბრმავევს, ყურსაც დაიყრუებს, თუ საჭირო გახდა თავსაც გააბახებინებს, სამაგიეროდ მის შვილსაც ექნება ბოლო მოდელის აიფონი, გოგოსაც კარგ მზითევს გაუკეთებს, თვითონაც იყიდის იმ მანქანას, მეზობელს რომ ყავდა და ყოველ დანახვაზე გული რომ უჩერდებოდა, სახლსაც მოაწყობს, მთავარია რუსმა არ იკლოს ქვეყანაში.
აბა ომი გვინდა ჩვენ?!”
კომენტარები