საპარლამენტო პოლიტიკური პარტია “ევროპელი სოციალისტები” განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მხარს უჭერენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს:
“საქართველოს საპარლამენტო პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ მხარს უჭერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, რაც დასტურდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ასამბლეის 1971 წლის N2758 რეზოლუციით.
აქედან გამომდინარე, საქართველო, რომელიც ერთგულია საერთაშორისო დონეზე აღიარებული ვალდებულებების და მიერთებულია არა ერთ კონვენციას, თუ ხელშეკრულებას, მხარს უჭერს ერთიანი ჩინეთის პრინციპს და ტაივანს აღიარებს, როგორც ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს.
საპარლამენტო პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ კატეგორიულად გმობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ პოლიტიკურ პროვოკაციას.
პარტიის წევრთათვის, მიუღებელია ერთიანი ჩინეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა და სეპარატისტული აქტივობების ხელშეწყობა.
მიგვაჩნია, რომ ბოლო დროს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიულ და კანონიერ საზღვრებში, განვითარებული მოვლენები, გახლავთ მცდელობა, რომ პროვოკაციებითა და წაქეზების პოლიტიკით, მსოფლიოში წარმოიქმნას დაძაბულობის კიდევ ერთი კერა”, – წერია განცხადებაში.
როგორ ელოდება ტაივანის მოსახლოება ნენსი პელოსის ბორტს? – ვიდეო
კომენტარები