reuters-ის მიხედვით, ჩინეთი აშშ-თან თანამშრომლობას მაღალი დონის სამხედრო დიალოგსა და კლიმატის შესახებ მოლაპარაკებებს აჩერებს.
ჩინეთის მხარე აცხადებს, რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხო ქმედებაა და აპირებს დაუწესოს სანქციები პელოსს და მის ოჯახის წევრებს.
დღესვე, შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო შექმნილი დაძაბულობის ფონზე, ჩინეთის ელჩი აშშ-ში თეთრ სახლში დაიბარეს.
ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და კონგრესმენები ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც ასეთი მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი კუნძულოვან სახელმწიფოს ესტუმრა.
ნენსი პელოსი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა და განაცხადა, რომ აშშ ტაივანს არ მიატოვებდა.
კომენტარები