კომპოზიტორი და პროდიუსერი ნატო დუმბაძე:
“მოკლედ ეს ორი კვირა რაღაც საქმეები მაქვს და მიწევს ყოველ დღე გარეთ გასვლა, მოგეხსენებათ აქ როგორც ამბობენ ”გაჭირვებულ “ ქვეყანაში ყველა ოჯახის წევრს მანქანა ჰყავს დღეს ( ღმერთმა ათი მიცეს) და მე ვერ გაუძელი ასეთ მოძრაობას და ამის გამო გავყიდე მოკლედ ავტომობილი, ხოდა ამიტომ მიწევს ტაქსით სიარული ,ყველაზე ვერ ვიტყვი მაგრამ აღმივაჩინე რომ მძღოლებს აქვთ გაქანებული ნევროზი და ნუ ხშირად ფეხით სიარული მირჩევნია, იმ დღეს ძალიან ცხელოდა და გამოვიძახე, დამიწერა 10 წუთი მოლოდინი გავაუქმე და შევეგუე ბედს რომ 37 გრადუსში ვაკის პარკიდან მრგვალ ბაღამდე ფეხით წავსულიყავი, ამ ფიქრის დროს უცებ გაჩერდა ავტობუსი, მივქანდი და ავარდი არც ის ვიცოდი სად მიდიოდა ნომერიც კი არ ვიცი დღესაც, ნუ ავედი, ავედი და გავოცდი
…მართლა გავოცდი ჯერ ხომ ძირძველი ვაკელები შემხვდნენ, ყველა კარგი სალმით, მოკითხვით და კახის მადლობა უთხარიო ეს რა კარგი რამე გააკეთაო, (აქ თუ დავწერ და გადაცემენ კახის ისე ვერ ვნახულობ ), მერე კიდევ ბევრი ახალგაზრდები ლამაზები კარგები, კონდიციონერიც გადასარევად უბერავდა და როგორ ავღმოვჩნდი წამში სახლთან ვერ გავიგე, მოკლედ არც საცობი არც ნევროზიანი მძღოლები ასე არხეინად და წამში მოვსრიალდი სახლში.
გაუმარჯოს საზოგადოებრივ ტრანსპორტს!”
კომენტარები