მედია, რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილსა და გამყრელიძეს შორის დაპირისპირებაა. კერძოდ კი, ამირან გამყრელიძე პრემიერისგან მომატებული კოვიდ რეგულაციის ფონზე შეზღუდვების დაწესებასაც ითხოვდა, მაგრამ მთავრობა ამ საკითხს არ დაეთანხმა.
ფორმულა, წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ ჯანდაცვის მინისტრი დაუკავშირდა გამყრელიძეს და თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადების გაკეთება მოსთხოვა.
კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებს ამირან გამყრელიძე.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია კი ამბობს, რომ გამყრელიძე აგრძელებს მუშაობას.
კომენტარები