“დროა”-ს წევრი, შუშანა მაცაბერიძე, ეხმაურება აშშ-ის საელჩოს განცხაცებას, რომლის მიხედვითაც ანა ჩაკვეტაძე გახდა პირველი ქართველი ოფიცერი ქალი, რომელიც FBI-ს აკადემიაში ისწავლის და წერს:
“Anna Chakvetadze გილოცავ ანა, გილოცავ, ოღონდ აქვე მინდა ერთი ისტორია გაგახსენო, ლექსო ლაშქარავას მკვლელობის გასაპროტესტებლად მისული ადამიანი რო დააკავეს შენმა კოლეგებმა, ეგ დაკავებული თრევით რო მოგიყვანეს მანქანასთან, მთელ ამ პროცესში შენი ფუნქცია რომ მხოლოდ კარების გაღება იყო, არ შესწრებიხარ უშუალოდ დაკავებას, მაგრამ მაინც შენ რომ გაგაფორმეს დამკავებლად და შენც უსიტყვოდ დათანახმდი, მერე სასამართლოზე ცრუ ჩვენებაც რო მიეცი, ილაპარაკე ის რაც არ მომხდარა, თქვი თუ როგორ მოისმინე პოლიციელების მხრიდან გაფრთხილება შუშანა მაცაბერიძის მიმართ, მაშინ როცა არაფერი მსგავსი არ მომხდარა და თქვენ მიერ გადაღებულ კადრებშიც კი არ ისმოდა არაფერი, ეს ისტორია მოყევი FBI-ს აკადამიაში, გთხოვ, ვნახოთ რას გეტყვიან.”
კომენტარები