საქართველომ ბოლო წლებში გადაუხვია დემოკრატიული ღირებულებებიდან, რაც ქართულ-ამერიკულ სტრატეგიულ პარტნიორობას აზარალებს. ყოველივე ეს შესაძლოა ქვეყნისთვის სანქციების დაწესებით დასრულდეს. აღნიშნული შინაარსის წერილით ამერიკელი კონგრესმენი მარკვეინ მალენი პრემიერ მინისტრ გახარიას მიმართავს.წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი შეშფოთებულია დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდების გამო და “ფეისბუქის” მიერ რამდენიმე ასეული ანგარიშის დაბლოკვას იხსენებს, რომლის კვალიც პირდაპირ ქართულ ოცნებასთან მიდიოდა.
მარკვეინ მალენი ამბობს, რომ ბოლო ორი წელია საქართველოს ხელისუფლებას კონგრესში დიდი სიფრთხილით უყურებენ და ღიად საუბრობენ სანქციებისა და სხვა სადამსჯელო ზომების გატარებაზე. წერილის ბოლოს კონგრესმენი აღნიშნავს, რომ პირადად მან უკვე მოამზადა სანქციების პაკეტი პაიოსანი ბიზნესის პრაქტიკის შესახებ, რომლის მიზანიც საქართველო მოქმედი ამერიკული კომპანიების დაცვაა .
“უარყოფითი ტრენდი გამოვლინდა, რომელიც აშშ-ში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამის შედეგია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება, რადგან ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები საქართველოში შევიწროების მიზნის თავდასხმებს დაექვემდებარა. როგორც წარმომადგენლობითამ პალატამ, ისე სენატმა მიიღო დაპრეზიდენტმა დაამტკიცე ზედიზედ ორი, საბიუჯეტო კანონი 2019 და 2020 წლებისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობის პროგრესირებად მტრულ ქმედებებზე დემოკრატუილი ღირებულებების, თავუსუფალი საბაზრო პრინციპებისა და ამერიკული ბიზნეს ინტერესების წინააღმდეგ წაალისებას ასახავდა. პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, თქვენი ქვეყანა აშშ-ის საბიუჯეტო კანონებიზე მსჯელობისას უარყოფით შუქზე და დიდი სიფრთხილით განიხილებოდა”- ნათქვამია კონგრესმენის განცხადებაში.
კომენტარები