კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოლაპარაკებებში შუამავლის როლთან დაკავშირებული შეთავაზების საპასუხოდ, პესკოვმა აღნიშნა, რომ პუტინი და ზელენსკი მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ საუბარს, რაც მხარეები “საკუთარ საშინაო დავალებებს შეასრულებენ”.
“უკრაინული მხარე მხედველობის არედან სრულად გავიდა. ამჟამად მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
რაც შეეხება პუტინისა და ზელენსკის შეხვედრას, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საშინაო დავალებები შესრულდება. იქამდე პრეზიდენტების შეხვედრისთვის აუცილებელი წინაპირობა არ არსებობს”.
შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა, მხარეებს მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შესთავაზა.
კომენტარები