საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე:
“მე ასე მასწავლეს 1801 წლიდან ვართ რუსეთთან ომშიო აი მაგ დროს მოხდა ჩვენი ანექსიაც, ოკუპაციაც და გუბერნიად გადაქცევაცო.
სულ მეგონა რომ, ამ ომში მე პირადად 1984 წლიდან ჩავერთე რუსეთის საძაგელი იმპერიის წინააღმდეგ ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟიდან….
აბა რაის ოკუპაციის 14 წელი და რაის 7 თუ რვა აგვისტო ხო არ უბჟუილებთ? აა ხოო პარდონ თუ თქვენთვის 2003 წლიდან იწყება საქართველოს ისტორიის ქორონიკონი, მაშინ ხარაშოოო,
ან რომელს გგონიათ რომ ახლა ომში არ ვართ მე თქვენი “აბა ომი გინდათ?” შუბა დავხიე?
გაუნათლებლობაა მეთქი ამ ქვეყანაში ყველაფრის თავი და თავი, ვამბობ და…”
ამონარიდი ირაკლი ღარიბაშვილის ფეისბუქ-სტატუსიდან:
“14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 14 წელია ჩვენი ქვეყნის გული – სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული”
კომენტარები