რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, ამ დროისთვის რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის საფუძველი არ არსებობს.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლის როლთან დაკავშირებული შეთავაზების საპასუხოდ, პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ საუბარს, რაც მხარეები „საკუთარ საშინაო დავალებებს შეასრულებენ“:
„უკრაინის დელეგაცია რადარიდან სრულად გავიდა, ახლა მოლაპარაკების პროცესი არ მიმდინარეობს. რაც შეეხება პრეზიდენტ პუტინსა და ზელენსკის შეხვედრას, ეს შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც დელეგაციები საშინაო დავალებას შეასრულებენ. შეხვედრისთვის აუცილებელი წინაპირობები არ არსებობს“.
კომენტარები