ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
„ჩემი აზრით, დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დაწყების თარიღი არის 1992 წლის 1 ოქტომბერი, როცა რუსეთმა დაარღვია 1992 წლის 3 სექტემბერს ელცინსა და შევარდნაძის მიერ ხელმოწერილი საქართველო – რუსეთის სამშვიდობო შეთანხმება და დაიპყრო კოლხიდა-გარგა – ლესელიძის ტეროტორია. ყველა მთავრობის დიდი შეცდომაა, რომ საერთაშორისო არენაზე არასდროს დაგვიყენებია რუსეთი მიერ 1992 წლის 3 სექტემბრის და 1993 წლის 27 ივლისის შეთანხმებების დარღვევის საკითხი, რასაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებიის ოკუპაცია და ქართველების აფხაზეთიდან გამოძევება მოყვა. ეს ფაქტები ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან რუსეთი მიზნის უწყვეტობას, მოეხდინა დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიები ოკუპაცია.
რაც შეეხება 2008 წელს ომის დაწყებას, აქაც მგონია ჩვენს სახლმწიფოს ადრეც და დღესაც მცდარი პოზიცია უკავია. 7 აგვისტოა თუ 8 აგვისტოა ომის დაწყების დღე, მხოლოდ ამ თარიღებზე კონცენტრირება ჩემი აზრით რუსების თავსმოხვეული თემაა. ეს მხოლოდ მათ აწყობთ, რადგანაც თუკი დისკუსი მხოლოდ ამ ორი რიცხვით შემოიფარგლება, ეს თითქოს ათავისუფლებს რუსუსლ მხარეს პასუხისმგებლობისაგან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე წინა დღეებში დატრიალებულ მოვლენებზე, როცა მძიმე არტილერიით უმოწყალოდ იბომბებოდა ქართველებით დასახლებული სოფლები. ეს მძიმე არტილერია კი რუსებს ჰქონდათ ან მათ მიერ იყო გადაცემული ოსური მხარისთვის. თან, მხოლოდ ამ შემთხვევაში რუსებს აქვტ შანსი მთელ ამ ისტორიაში მათთვის ერთადერთ, მეტნაკლებად სათავისო ფაქტი გამოიყენონ, 7 აგვისტოს ღამით საქართველოს ტელევიზიებით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კონტინგენტის ხელმძღვანელის (ზუსტი რეგალიები არ მახსოვს) გენერალ ყურაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველომ დაიწყო კონსტიტუცური წესრიგის აღდგენა სამხრეთ ოსეთი ტერიტორიაზე. ეს იყო ყოვლად შტერული განცხადება, რომელიც გავიდა მაშინ ტელევიზებით, ნუ განცხადებაც და კადრებიც. ამაზე ტვალის დახუჭვა სისულელეა, უკრიანაში ომი ამდენი თვეა მიმდინარეობს უამრავი დასახლება დაიბობმბა. ვინმეს გინხავთ, რომელიმე მხარეს ქალაქზე გრადების სროლის ფაქტი ტვ-თი ეჩვებნებინოს ან ამ, ან ნებისმიერი სხვა საომარი მოქმედებების გაშუქების დროს?
სინამდცილეში ჩვენი პოზიცია მკაფიო უნდა ყოფილიყო, 2008 წელს აქტიური სამარი მოქმედებების დაწყების თარიღი ის დღეა, როცა ქართული სოფლების მასობრივი საარტილერიო დაბომბვა და სამხრეთ ოსეთის ქართული ანკლავებიდან ქართული მოსახლეობის მასობრივი გამოდევნა დაიწყო. ეს ალბათ 1 -2 აგვისტოა. ნუ თუ სხვა თარიღია, მაშინდელ მოვლენებში ჩემზე უფრო მეტად ინფორმირებულებმა შემისწორონ.“
კომენტარები