არჩილ მელიქიშვილი:
“ყველაზე თვალსაჩინო მოგონება რაც მაქ აგვისტოს ომზე… (ბევრი რამე უბრალოდ კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლებოდა და მახსოვს)…
ეს ის დროა.. თბილისში პანიკა როა აწეული, რუსული ტანკები გამოჩდნენო.. მარშუტკაში ვზივარ და მივდვივარ სახლისკენ.. ყველა დაძაბულია ცხადია… ისიც მახსოვს ქალაქი ჩაბნელებული იყო ძალიან…
ერთი ტიპი ვიღაცას ელაპარაკება მობილურით, მორჩა მალევე საუბარს.. გათიშა, რამდენიმე წამი ჩუმად იყო …
-თბილისის დასაცავად ჩვენები ბრძოლას აპირებენ, ამაგრებენ შემოსასვლელებსო!.. – დღემდე მახსოვს მისი ხმა..
ძალიან მძიმე სიჩუმე ჩამოწვა.. მაგრამ! არცერთს , არც ქალს , არც კაცს არ გაუპროტესტებია, არც რამე ისეთი პანიკური ემოცია.. უბრალოდ მარშუტკა მიდიოდა და ვიჯექით ხალხი, და დარწმუნებული ვარ დღემდე.. ყველა შინაგანად ეგუებოდა, რომ მოგივწევდა დედაქალაქის დაცვა…
პ.ს. ეხლა არ გამოხტეს ვინმე და წითელ ხიდზე გაქცეულებზე არაფერი მითხრას! 1. დიახაც არაკომბატანტები უნდა გაარიდო ფრონტს 2. საქართველო დატოვა ჰა და ჰა მოსახლეობის 1%მა (არც კი ალბათ).. 3. პირიქით უამრავი ჩემი ახლობლის მაგალითი ვიცი, ვისაც შეეძლო წასვლა და არ წავიდა, დაჟე ისეთებიც, სხვა ქვეყნების მოქალაქეები რო იყვნენ და საელჩოებიდან დაადგნენ, წამოდით ეხლა დროზე აქ უბედურება დაიწყებაო..!!!
კომენტარები