მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში მაგდა გოგებაშვილის პოსტს აქვეყნებს:
,,ერთ ადამიანს დეპრესიული პოსტი ედო და უცებ კომენტარი დაუწერა ამ გოგონამ
დავაკოპირე რომ ნახოს ყველამ
რამდენ ჯგუფში დამიდია იგივე კომენტარი
იქნებ ვინმეს მოტივაციად გამოვადგეთქო
რა არ გადავიტანე 26 წლის მანძილზე
ინვალიდი დავიბადე
ჩემებმა გაყიდეს ყველაფერი და მიშველეს
დავრჩით ჰაერში
დედაქალაქიდან რაიონში აღმოვჩნდით და დაიწყო ჯოჯოხეთი
15 წლისას მამა ჩამაკვდა ხელში
22 წლის ასაკში დედა..
სკოლისმერე სწავლაზე არცკი მიოცნებია
უნდა მემუშავა..
დედას შეერყა ჯანმრთელობა და გარდაცვალებამდე იმდენი წამალი მინდოდა ვერცკი ვითვლი
არც სწავლა
არც პროფესია
არც და არც ძმა
არავინ ხელის შემშველებელი
ამ უდიდეს ტკივილში სრულიად მარტო და ზედ დამატებული ბებიაჩემი რომელიც 89 წლისაა და პამპერსზეა
ნაბიჯს ვერვდგამ
ისეა მოკედლებული ჩემზე
დავიწყებ სამსახურს
გახდება ცუდად
დავტოვებ სამსახურს და ვზივარ სახლში
დაროცა ვმუშაობ ხელფასი 300 ლარით გამესაზღვრება (რაიონია და მეტი არ არის)
ახლა ამ წუთას
ორთვეზე მეტია არვმუშაობ
თვეში 380 ლარია ჩემი შემოსავალი და ამით უნდა ვუზრუნველყო ყველაფერი
კვება წამალი გადასახადები
გათენების მეშინია
არვიცი რაუნდა ვაჭამო ბებიას
ხან ხილი უნდა
ხან ტკბილი უნდა
სახლი? არაა
ქოხში ვცხოვრობ
კიბე მონგრეული
იატაკი ჩავარდნილი
მინების ჩარჩოები დამპალი
ზოგჯერ ამ ყველაფერს რომ ვუყურებ ვკდები
სხეული მიმძიმდება და ყველაფრის სურვილი მეკარგება
მაგრამ
მაგდა არვარ?!
რასვერ ავიტან და გავუძლებ?
წამით შეადარე რა შენი ცხოვრება ჩემსას
და რამდენ პლიუსაც იპოვი იმდენჯერ გაიცინე
არშეიძლება შენნაირ მაგარ გოგოს სიცოცხლე ეზიზღებოდეს!“
კომენტარები