ქართველი სამხედრო, თადარიგის ოფიცერი დავით მაყიშვილი, მთავარი არხთან, ამბობს:
“პირდაპირ კავშირში არიან საქართველოს სპეცსამსახურები რუსულ სპეცსამსახურებთან. ჯერ კიდევ 2015 წელს, სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსი, ქართველიშვილი, ერთი ტერაბაიტი ინფორმაციით, გაიქცა საქართველოდან, ოკუპირებული ცხინვალის გავლით ჩავიდა რუსეთში და ჩაბარდა. ეს ადამიანი რუსებმა გადმოსცეს საქართველოს მხარეს. საქართველოს მხარემ “გაასამართლა” და დღეს კაციშვილმა არ იცის სად იმყოფება ეს ადამიანი. წესით უნდა იჯდეს ციხეში, მაგრამ არც ციხეში არ ზის. სავარაუდოდ ის გასულია ქვეყნიდან, საქართველოს მთავრობამ გაუშვა ქვეყნიდან, რომ არ ეთქვა ბოლომდე ინფორმაცია, რაც მას ჰქონდა.”
კომენტარები