ვასილ ბოსტოშვილი:
“საბრძოლო მოქმედების ზონიდან პატარა გოგონა გამყავდა ხელში აყვანილი…
უცებ, ისეთი სიტყვები გავიგონე – ყელში ბურთი გამეჩხირა და გული ამიჩქარდა….
მივრბივართ, ჩვენს უკან სროლებია, აფეთქებები, პატარა გოგო მთელი ძალით მეხუტება თავისი პაწაწინა ხელებით და იმეორებს – ,,მე შენ მიყვარხარ ჯარისკაცო! ძალიან, ძალიან მაგრად მიყვარხარ”!!!
ხელში აყვანილს მოვარბენინებდი (ფეხი რომ მტკიოდა ადრე მიღებული საბრძოლო ჭრილობისაგან სულ გადამავიწყდა) ის კი ტიროდა და იმეორებდა, – ,,მე შენ მიყვარხარ ჯარისკაცო”!…
2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ 14 წელი გავიდა!!!”
კომენტარები