მთავრობის სტრატკომი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართველი მებრძოლის მონაცემები ოკუპანტის ხელში აღმოჩნდა, დეზინფორმაციას და ცილისწამებას უწოდებს. მთავრობა განცხადებაში ნიკა მელიას ენმ-ის “ფორმალურ თავჯდომარედ” მოიხსენიებს:
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფორმალური თავჯდომარე, ნიკანორ მელია ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს თავდაცვის სამინისტროს არქივში არსებული ინფორმაცია გადაეცა ოკუპანტს, რაც რა თქმა უნდა არის გაკოტრებული ძალის გაკოტრებული ლიდერის მიერ მოგონილი კიდევ ერთი დეზინფორმაცია და ცილისწამება, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში დაძაბულობის მუხტის გაჩენას და მმართველი გუნდის დისკრედიტაციას!” ნათქვამია განცხადებაში
კომენტარები