შოუმენი ნიკა ქავთარაძე:
,,დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ღარიბაშვილი გამოვა ინიციატივით, რომ საქართველოს ბიუჯეტმა იკისროს ვალდებულება, ბიძინას დაკარგული ფული აუნაზღაუროს.
გეცინებათ ხო, ასეთ უტიფრობაზე?
აბა, წარმოიდგინეთ ბრიფინგი იწყება ამ სიტყვებით:
“ – ამ კაცმა, ბატონმა ბძნა ივანიშვილმა, რამდენიმე მილიარდი დახარჯა საქართველოში, ააშენა ეკლესიები, ხელფასები უხადა არტისტებს, ააშენა ბლექ-სი არენა, შექმნა დენდროლოგიური პარკი და რაც მთავარია, ძალაუფლება წაართვა სისხლიან რეჟიმს, ხოლო რეჟიმის შემოქმედი ციხეში გამოამწყვდია!
განა არ გვიღირს ამ ქვეყნის მოსახლეობას ეს ყველაფერი 500, 600 ან თუნდაც 700 მილიონ დოლარად?!
ჩვენ დავითვალეთ და ქვეყნის ბიუჯეტს აქვს რესურსი, რამდენიმე წლით გადავდოთ 3-4 ინფრასტრუქტურული პროექტი, ამავე დროით შევაჩეროთ პენსიების ზრდა, რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა დაკონსერვდეს მაქსიმუმ 6 თვით და ამ გამოთავისუფლებული თანხით ერმა დავუბრუნოთ ვალი, უფრო სწორად შეუფასებელი ვალის მცირე ნაწილი – 650 მილიონი დოლარი ბტნბძნაივანიშვილს.
ასე შევძლებთ ამერიკას და ევროპას მოვუსპოთ საშუალება, ზეწოლა გააგრძელოს ბტნბძნაზე და საქართველო ჩაითრიონ ომში!”
ამას მოჰყვება სამთავრობო არხებზე გადაცემები, სიუჟეტები, როგორ უხარიათ პენსიონერებს, რომ ბიძინას აძლევენ ფულს, როგორ უხარიათ მძღოლებს, რომ რიკოთზე შეჩერდება მშენებლობა, როგორ ბრაზდებიან დესტრუქციული ოპოზიციონერები და კრიტიკული მედია, გრანტიჭამია არასამთავრობოები და ნაცი ევროპარლამენტარები.
P.S. გადაცემა ფსკერი რომ გვქონდა, ყოველ ჯერზე, როცა წარმოუდგენელ ფსკერობას მოვიფიქრებდით და გადავიღებდით, ერთ კვირაში მაგაზე უფრო ფსკერობას აკეთებდა ხელისუფლება. ხოდა, რაც მე დავწერე, ნუ გეგონებათ წარმოუდგენელი, ესენი ყველაფერს იკადრებენ”
კომენტარები