ანი დვალიშვილი
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისთვის რბოლიდან გიორგი კალანდარიშვილი ჩახსნა, პირი, რომელსაც მმართველი გუნდი უჭერდა მხარს და პრეზიდენტმაც ზუსტად იცოდა, რომ პარლამენტისთვის გადაგზავნილ სიაში ორიდან ერთი სწორედ კალანდარიშვილი უნდა ყოფილიყო. ძალიან დიდი შანსია, მმართველმა გუნდმა ორივე კანდიდატი ჩააგდოს და ახალ წრეზე წავიდეს. ეს კითხვის ნიშნებს აუცილებლად გამოიწვევს, მაგრამ „ოცნებას“ ურჩევნია კითხვები ახლა გაჩნდეს, ვიდრე არჩევნების დროს. ამ ნაბიჯით, ზურაბიშვილმა ხელისუფლებას დაანახა, რომ გაჯიუტება სხვა მიმართულებებითაც შეუძლია და ეს „ოცნებამ“ კარგად გაიგო. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობა უკან დახევას არ აპირებს და შეეცდება, კბილებით გაიტანოს ის, რაც სურს და იგივე ცესკო-ს თავმჯდომარე კვლავ 6 თვის ვადით აირჩიოს და 2024 წლისთვის თანამდებობაზე უკვე სასურველი კანდიდატი ჰყავდეს.
იგივე შეიძლება ითქვას სახალხო დამცველზეც. იყო ვარაუდი, რომ „ოცნება“ მხარს თამარ ჩუგოშვილის კანდიდატურას დაუჭერდა, მაგრამ როგორც „ალიას“ უთხრეს, ეს კანდიდატი პირადად ივანიშვილმა დაბლოკა. ერთ-ერთი მიზეზი მისი ამერიკის ლიბერალურ ფრთასთან ახლო კავშირები და მხარდაჭერაა.
კომენტარები