ლატვიის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარა, შესაბამისი განცხადება ლატვიის საკანონმდებლო ორგანომ დღეს მიიღო.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში წარმოადგენს „უკრაინელი ხალხის მიზანმიმართულ გენოციდს“.
ლატვიის სეიმმა თანამოაზრე ქვეყნებს მოუწოდა, აღიარონ რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ, ხოლო ევროკავშირს მიმართა რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ტურისტული და სხვა სახის ვიზების გაცემა შეაჩეროს.
მანამდე, 10 მაისს ლატვიის საკანონმდებლო ორგანომ რუსეთის სამხედროების ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარა.
კომენტარები