ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე:
✅ეს არის სამწუხაროდ ქართული რეალობა!
✅ამ ჩამონათვალის ავტორი არ ვარ მაგრამ…. რამოდენიმე პუნქტს არ ვეთანხმები ან ოდნავ შევცლიდი. ვინაიდან მე არ ვარ ავტორი დავტივე ისე როგორც არის ….
✅დანარჩენი თავად დაუმატეთ….
#drpkhakadze
1. ვალით გადახდილი ქორწილი;
2. ქუჩაში გამოტანილი რწმენა;
3. სარფიანი ნათლია;
4. ერთმანეთის შურით აშენებული უზარმაზარი სახლები, რომლებიც ისე ინგრევა, გაკეთებას ვერ ასწრებენ;
5. ახალი პატარძლის ხელზე 6 ბეჭედი;
6. ქორწილში ჩოხის ჩაცმით გამოხატული პატრიოტიზმი;
7. სოფლად გაყიდული სახლ–კარი და ბაღ- ვენახი თბილისის ერთ–ერთ გარეუბანში ცხოვრების მიზნით;
8. დიპლომისათვის სწავლა;
9. მიმტანისადმი დამოკიდებულება;
10. სერიალებიდან ნასწავლი ცხოვრებით ცხოვრება;
11. მთელი წლის ნაშრომის ერთ დღეში დახარჯვა ბათუმში.
12.კაბინეტებში სამლოცველო კუთხეები;
13. ფულით ნაყიდი მოძღვრები;
14. ეკლესია ყველა კორპუსის ძირში და მიტოვებული საყდრები სოფლად;
15. დღემდე იმის გარკვევა, პირჯვრის გადაწერა მანქანაში შეიძლება თუ არა;
16. სოციალური ქსელებისთვის გადაღებული ფოტოები და ყალბი კომენტარები: „ულამაზესი ხარ”; “როგორ მიყვარხარ”;
17. დასამუშავებული მიწა და საზღვარგარეთიდან შემოტანილი ხილ–ბოსტნეული;
18. საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ფულით ქმრის ,,გულაობა”;
19. დაობებული ბიბლიოთეკა;
20. უწიგნურობა, უწიგნურობა და კიდევ უწიგნურობა.”
კომენტარები