ექსპერტი ნინო ფოჩხუა ნიკა მელიას პოსტს ეხმაურება:
„სიტყვა “ოცნება” რომ ამოვიღოთ ამ მოჩმახული ტექსტიდან, ეს მართლა პუфი, ზუსტად აღწერს თავის პარტიას და პარტიის წევრებს.
უსამშობლო კაცი სხვას ეძახდეს უსამშობლოს, სასაცილოა. უსამშობლოები რომ არ იყვნენ ფარულ შეხვედრებსა და ტრეინინგებში მიიღებდნენ მონაწილეობას, სადაც ქვეყნის არევის თემები განიხილება და ჩააბარებდნენ ამდენ სტრატეგიულ ობიექტს ოკუპანტ ქვეყანას? არახამიებს და პოდოლიაკებს ანაცვალებდნენ საკუთარი ქვეყნის იმიჯს?
ესეც საკმარისია, ამათი უსამშობლოებად წოდებისთვის.
სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი მე სხვანაირად მესმის, ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაცვა, სტაბილურობა და სიმშვიდე, ქვეყნის ეკონომიური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და
ა.შ.
საკუთარ მამას, რომლისთვისაც რუსეთი სამშობლოა, (თვითონ თქვა) ჯერ მას უწოდოს უსამშობლო და მერე გაიშვიროს სხვისკენ ხელი.“
კომენტარები