მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების ფონზე ამ ეტაპზე საქართველოში 4500 მოქალაქე დაბრუნდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს განხორციელდება ახალი რეისები ბერლინიდან, ასევე ვარშავიდან, და შემდგომი რეისი ათენიდან და ლარნაკადან.
„ჩვენ გუშინ საზოგადოებას ვაუწყეთ ორი დამატებითი რეისის შესახებ: ეს გახლავთ 12 აპრილს რეისი ბერლინიდან და 14 აპრილს – ამსტერდამიდან. ასევე უნდა ვახსენოთ ლონდონის რეისიც, რომელიც სავარაუდოდ 4 აპრილს შესრულდება. ეს არის ის უახლოესი განრიგი, რომელსაც ჩვენს მოქალაქეებს ვთავაზობთ და ბუნებრივია ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება“ – განაცხადა ზალკალიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჩართვისას. მისი თქმით, აუცილებელია, რომ მოქალაქეების დაბრუნების პროცესი იყოს კარგად კოორდინირებული, კარგად ორგანიზებული და სრულ თანხვედრაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლით გაწერილ მოთხოვნებთან“, – განაცხადა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
კომენტარები