ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა:
“გადავეჩვიეთ კარგი ამბების შემჩნევას. გულის ყური მაინც ავისთვის გვაქვს მიგდებული, კარგს აღარ ველით, ალბათ.
არა და ამ აგრესიით პირთამდე გადავსებულ, გახლეჩილ და “ისტებათ” დანაწევრებულ ქვეყანაში არსებობს ერთი პატარა ადგილი, სადაც ყველაფერი სხვაგვარად ხდება.
ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა და ახლა რაიონს კოალიცია მართავს. ძალაუფლების მიტაცების ნაცვლად ძალუფლება ხალხს გადასცეს. სათემო საბჭოების არჩევნები ჩაატარეს, თავად გადაწყვიტეთ რა გჭირდებათ ყველაზე მეტად და პრიორიტეტებიც თქვენ განსაზღვრეთო.
მოსახლეობისათვის მიცემულ ყველა დაპირებას ნაბიჯ- ნაბიჯ ასრულებენ. სტადიონი, საჭადრაკო სკოლა, ტერენტი გრანელის მუზეუმი, IT ტექნოლოგიების სკოლა ახალგაზრდობისათვის, მალე საკუთარი თეატრალური სარდაფიც ექნებათ.
ახლაც უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ, ევროპელ ექსპერტებთან ერთად რაიონში სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმაზე მუშაობენ. ექსპერტულ დონეზე ექნებათ შესწავლილი სოფლის მეურნეობის რომელი დარგების განვითარება იქნება მომგებიანი.
არა და შეეძლოთ გულზე ხელები დაეკრიფათ და დაპირისპირება უფრო გაეღრმავებინათ. იტყოდნენ, ხელისუფლება გვიშლის ხელს დანაპირების განხორციელებაშიო. ძნელი დასაჯარებელი იქნებოდა თუ რა, ან ცოტაჯერ დაუდეს ფეხი და ტალახი დაინანეს ოპოზიციური მერისთვის და მოადგილეებისთვის თუ ტყუილი და ცილისწამება. არ გაჭრა, ასეა როცა ნება ცთუნებაზე ძლიერია.
მეგობრებო, ეს ყველაფერი წალენჯიხაში ხდება და ახლა მხოლოდ ის არის მნიშვნელოვანი როდის გამოდის წალენჯიხიდან თბილისისკენ ავტობუსი, რომელსაც ამჯერად რევოლუცია კი არა ევოლუცია მოჰყავს.”
კომენტარები