უკრაინელმა მაღალჩინოსანმა New York Times-მთან, ანონიმურობის დაცვით, აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებზე პასუხისმგებელი ელიტური უკრაინული სამხედრო ქვედანაყოფია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი შემთხვევა “დივერსიული აქტი” იყო.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ლიდერებმა მომხდარზე პასუხისმგებლობა საჯაროდ არ აიღეს, პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა დაადასტურა, რომ აფეთქებები მოხდა. მიხაილო პოდოლიაკმა მიანიშნა უკრაინის ჩართულობაზე.
უკრაინის პრეზიდენტის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკიმა კი აღნიშნა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ ყირიმისა და სხვა ოკუპირებული ტერიტორიების დემილიტირიზაციას მანამ, სანამ არ მიაღწევენ უკრიანის ტერიტორიების სრულ დეოკუპაციას.
სტატიის მიხედვით, მტრის მხარეს უკრაინელები იყენებენ ფარულ ძალებს, რათა არატრადიციული ტაქტიკებით დიდი და უკეთ აღჭურვილი რუსული სამხედრო ძალების პირისპირ უპირატესობა აღმოფხვრან.
რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში დღეს, 16 აგვისტოს დილით აფეთქება მოხდა. ცეცხლი საბრძოლო მასალის საწყობში გაჩნდა.
წყარო – ტაბულა
კომენტარები