ასტროლოგი რამაზ გიგაური:
,,მარსის ტყუპის ზოდიაქოში გადასვლის შესახებ
/© რამაზ გიგაური/
20 აგვისტოს (თბილისის დროით 11:56 საათზე) ენერგიის, ბრძოლის, აგრესიის და სექსუალურობის პლანეტა მარსი ტყუპის ზოდიაქოში გადაინაცვლებს და იქ დაახლოებით შვიდი თვის განმავლობაში დარჩება (რეტროგრადულ ფაზის გამო).
ტყუპი – მენტალური და ვერბალური ნიშანია, ამიტომ ბრძოლის ძირითადი იარაღი გახდება – სიტყვა. მოიმატებს ვერბალური აგრესიის ალბათობა. ბევრი პროვოცირება სწორედ სიტყვის (მისი არასწორად თქმის და აღქმის) გამო გამოხდება.
კიდევ უფრო გაძლიერდება პროპაგანდა და დაპირისპირებული მხარეები უფრო აგრესიულები გახდებიან. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტყუპი – კომუნიკაციური ნიშანია, ამიტომ დაიწყება დაპირისპირებულ მხარეებს შორის დაიწყება საუბარი და მოლაპარაკება. ეს შეეხება როგორც ინდივიდუალურ დონეზე, ისე გლობალურ არსებულ დაპირისპირებებს. ბუნებრივია, აქ უპირველესად იგულისხმება რუსეთ-უკრაინის ომი. ამის ალბათობა განსაკუთრებით მოიმატებს ოქტომბრის მეორე ნახევარში და ნოემბრის პირველ ნახევარში (30 ოქტომბერს მარსი რეტროგრადული გახდება და შესაძლებელი იქნება დაშვებული შეცდომების გამოსწორება).
ადამიანები შეძლებენ ბევრი საქმის ერთდროულად დაწყებას, შესაძლოა ეს იყოს ორი ან უფრო მეტი პროექტის ერთდროულად მართვაც, თუმცა საჭირო იქნება კონცენტრაცია, შეუპოვრობა და ორგანიზება, რათა დაწყებული საქმეები ბოლომდე იქნას მიყვანილი.
მარსის ეს ინგრესია ანომალურია, რადგან როგორც წესი მარსი ერთ ნიშანში საშუალოდ ორი თვე ჩერდება (დირექტიული მოძრაობისას), თუმცა 30 ოქტომბრიდან (17:25 საათიდან) – 2023 წლის 13 იანვრამდე (00:56 საათამდე) – მარსი რეტროგრადულად იმოძრავებს. ე. წ. „მარყუჟს“ მარსი მთლიანად ტყუპის ნიშანში გააკეთებს. სწორედ წლის ეს პერიოდი იქნება, როდესაც შესაძლებელი გახდება „წარსულში დაბრუნება“ და იმ შეცდომების გამოსწორება, რომლებიც დაუფიქრებლობისა და იმპულსურობის წყალობით მანამდე მოხდა.
მარსის ამ ინგრესიის დროს მკვეთრად იმატებს მიგრაციული ტალღა, ამიტომ მოსალოდნელია იმ ქვეყნებიდან, სადაც ადამიანები თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ, ხალხის მასების დაიწყოს სხვა ქვეყნებში ახალი ძლიერი გადინება.
მარსის ტყუპში ინგრესია და ზოდიაქოს ნიშნები
ვერძი
გართულდება კომუნიკაცია, ურთიერთობები, ინფორმაციის მიღება-დამუშავების გადაცემა. ამიტომ საჭირო იქნება მეტი მოთმინება და ყურადღების გამოჩენა. წინ წამოიწევს სწავლასთან, გადაადგილებასთან, ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. საჭირო იქნება ყურადღების გამოჩენა გადაადგილებისას, განსაკუთრებით მანქანის მართვისას.
კურო
მნიშვნელოვანი გახდება ფინანსური თემა. ეს არ იქნება იოლი პერიოდი. ამიტომ საჭირო იქნება მეტი შემოსავლის მოძიება და ეკონომიურობის გამოჩენა, რათა დაბალანსდეს შემოსავლები და გასავლები. საჭირო იქნება დროისა და ენერგიის გაფრთხილება, მათი პროდუქტიულად და მოგებიანად გამოყენება.
ტყუპი
მარსის ეს ინგრესია ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იქნება ენერგიის „გადატვირთვა“, ახალი ხედვის ჩამოყალიბება, ახალი ინტერესების აღძვრა, ახალი ინიციატივების გამოვლენა. მოიმატებს ენერგია, მიზანსწრაფვა, აქტიურობის ხარისხი. თუმცა იზრდება კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა. ყურადღებას ითხოვს ჯანმრთელობა.
კირჩხიბი
ეს პასიური პერიოდი იქნება. გართულება საკუთარი თავისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. მოსალოდნელია ძველი ემოციური ტრავმების განახლება. ამიტომ საჭირო იქნება ემოციის მართვა. ძველი წყენების ერთხელ და სამუდამოდ დავიწყება. წარმატებული იქნება საქმის ჩუმად კეთება და გასაიდუმლოებული პროექტების დაწყება. ასევე ემოციური გაძლიერება, ძალების აღდგენა, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მკურნალობა.
ლომი
მოიმატებს სოციალური აქტიურობის ალბათობა. წინ წამოიწევს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან არსებული კავშირები. არ გამოირიცხება ამ მიმართულებით ცვლილებებიც. მაგალითად, ძველ მეგობრებთან დაპირისპირება ან ახალი მეგობრების შეძენა. უფრო წარმატებული იქნება კოლექტიური (ჯგუფური) საქმიანობა, ვიდრე მარტო საქმის კეთება.
ქალწული
ეს კარიერაში ცვლილებების განხორციელების პერიოდია. ამიტომ ამ კუთხით ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალა სწორად უნდა იქნას გამოყენებული. შესაძლებელი გახდება პროფესიული საქმიანობაში წარმატების მიღწევა და რეპუტაციის გამყარება. თუმცა მოსალოდნელია ამას ოჯახური თემამ შეუშალოს ხელი. ამიტომ ამ ორ სფეროში ენერგია სწორად უნდა იქნას გადანაწილებული.
სასწორი
ეს თვალსაწიერის გაფართოვების, სწავლის, ახალი ჰორიზონტის აღმოჩენის, მოგზაურობის და შემეცნების პერიოდია. ამ დროს მატულობს უცხოეთის და უცხოელების გააქტიურების ალბათობა. ამ დროს ადამიანი ადის მაღლა ან მიდის წინ და ახალ-ახალ სივრცეებს ამჩნევს, რაც მომავალი გამარჯვებების საწინდარი ხდება.
მორიელი
ეს კრიზისული პერიოდია, რომლის მართვას მტკიცე ნერვები, „ცივი გონება“ და ძლიერი ნება სჭირდება. მოსალოდნელია გააქტიურდეს კრედიტებთან, ვალებთან, ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებული საკითხები. მოიმატებს სექსუალურობა, რამაც არ არის გამორიცხული ახალ ბობოქარს რომანის დაწყების საფუძველიც გახდეს.
მშვილდოსანი
მოიმატებს პარტნიორული ურთიერთობის დაწყების ან მასში კრიზისის გაჩენის ალბათობა. ეს არის ქორწინება-განქორწინების პერიოდი, ამიტომ ყველაზე მეტ ყურადღებას სწორედ პარტნიორები ითხოვენ. ეს უკავშირდება არა მხოლოდ პირად, სასიყვარულო, არამედ საქმიან პარტნიორობასაც.
თხის რქა
ეს სამსახურებრივი საკითხების გააქტიურების პერიოდია. მოსალოდნელია სამსახურებრივი ცვლილებები, წინსვლა ან პირიქით, დატოვება. აქედან გამომდინარე, ყველაზე მეტი ყურადღება სამსახურს უნდა მიექცეს. ამ დროს ცვლილებების ინიციატორობა სჯობს ცვლილებების მსხვერპლობას. ეს კარგია დროა კვებითი რეჟიმის ან ვარჯიშის დასაწყებად. ასევე გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებისთვის.
მერწყული
ამ პერიოდში მოიმატებს პოპულარობის ალბათობა. გააქტიურდება სასიყვარულო თემები და ასევე ბავშვებთან (მათ შორის საკუთარ შვილებთან) დაკავშირებული საკითხები თუ პრობლემები. კრიზისული სიტუაციები მიიღებენ უფრო დრამატულ ფორმებს, ამიტომ საჭირო იქნება პრაგმატულად შეფასდეს ყველა პრობლემა, რათა არ მოხდეს ემოციური ფონის დამძიმება.
თევზები
ეს არის ოჯახური ცხოვრებასთან, კერასთან, უძრავ ქონებასთან, მშობლებთან დაკავშირებული საკითხების გააქტიურება. ამ დროს საჭიროა ემოციური „საძირკვლის“ გამყარება და შინაგანი მდგომარეობის დასტაბილურება. მოსალოდნელია საცხოვრებელი სივრცის შეცვლა ან ამასთან დაკავშირებული ცვლილებების დაწყება.“
კომენტარები