სხალთელი ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი :
“მოვისმინე მე სოციალურ ქსელებში რომ ტურისტებს აყენებდნენ შეურაცხყოფას. სლავებს, რუს ტურისტებს. რა უნდა ვთქვათ, არაფერში არ წერია ეს. ჯერ ერთი “სტუმარ მასპინძელი” ხომ მაინც წაგიკითხავს ვაჟა ფშაველასი? მერე მეორე – პირდაპირ ჩანს, რომ ეს გარკვეული ძალების მიერაა ინსპირირებული. იქიდან მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა და მათმა ხელმძღვანელობამ, რომ რუს ტურისებს უხეშად მოეპყარით, გამოდევნეთ თქვენ თქვენი ქვეყნებიდანო. ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი. საწყალ ებრაელებს დევნიდა და სადაც ნახავდა ხოცავდა ყველგან, მაღაზიაში არ უშვებდა, სასადილოში არ უშვებდა, რესტორანში არ უშვებდა თავშეყრის ადგილებში არ უშვებდა. ეს იყო საშინელი დევნა ებრაელი ხალხის მიმართ, ახლა თქვენ აკეთებთ ამას რუსების მიმართ. ეს არის. ეს ხომ საშინელი მკრეხელობაა. ის გიტლერი იყო ოფიციალური სატანისტი.” თქვა სპირიდონმა ქადაგებაში.
მან უკრაინის პრეზიდენტს “სატანისტი” უწოდა – “რასაც ის სატანისტი გიტლერი აკეთებდა, იმას აკეთებს ეგ კაცი და ჩვენ ნუ ავყვებით მაგას შვილო”
კომენტარები