ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„სახელმწიფო ქონებაა ის მანქანა და საწვავი, რომელსაც ჩვენი საჯარო მოხელეები პირადი მიზნებისთვის იყენებენ, მათ შორის ოჯახის წევრებისთვის.
სახელმწიფო ქონებაა სკვერები, სკამები და ნაგვის ყუთები, რომელსაც უმოწყალოდ აზიანებენ.
სახელმწიფო ფულია ის, რომელიც ჯანდაცვისთვის არის გამოყოფილი და კლინიკები ზოგჯერ უმიზნოდ ხარჯავენ.
სახელმწიფო ფულია გამოყოფილი იმ გზებისთვის, რომელიც არაერთი ჩავარდნილი და საეჭვო ტენდერის გამო, ძლივს გაკეთებულა და ზედმეტი თანხები დახარჯულა ან საფარის ხარისხი და ზომის პარამეტრები ეჭვს აჩენს.
კიდევ ბევრი რამეა ჩვენი სახელმწიფო ფულით რომ კეთდება.
რა გამოდის?
თავად ქვეყანას ვპარავთ და ვაზიანებთ.
ამის გამო, საკუთარ მოქალაქეებს ღირსეულად ვერ ვუფინანსებთ განათლებას, ჯანდაცვას, პენსიებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მართლწესრიგსა და თავდაცვას.
უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა და ერი, რომ ასე არ იქცეოდე.“
კომენტარები