ამერიკაში მცხოვრები ჟურნალისტი, რუსუდან წერეთელი:
“ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან სამი ელჩი დაინიშნა ამერიკაში. პირველმა – არჩილმა – ბატონმა, ISIS წინააღმდეგ საწვრთნელ ცენტრებთან დაკავშირებით მალევე ისეთი განცხადება გააკეთა, რომ საქრთველო ლამის ომში ჩაითრია; მეორე ელჩმა, ეტყობა წინამორბედის “lessons learned” გაითვალისწინა და თავისი დიპლომატია მხოლოდ ქვევრისა და ხინკლის მოხვევის პროპაგანდას დაუთმო, თანაც ისე, რომ ბაქარ ორჯონიკიძის “ხინკლის კუჭების” ბიზნესაც აჯობა; მესამემ და ამჟამინდელმა ელჩმა – პატივცემულმა ზალკალიანმა ამ ორივეს გაუსწრო მდუმარების პოლიტიკასა და სტაგნაციაში; ახლა, თურმე, შვებულებაშიც მიდის და ამ დროს ბიძინას კანტორის “ბრემენსკიე მუზიკანტების” – სუბარი-ყაველა-ხუნდაძის მიერ ამერიკის ლანძღვამ და დისკრედიტაციამ ვაშინგტონი უკვე სერიოზულად აღაშფოთა! გავიგეთ, ყველაფერს აკეთებთ “მზე საბოლოოდ ჩრდილოეთიდან”, რომ ამოვიდეს!!!!”
კომენტარები