მუსიკოსი მაია დარსმელიძე:
„აი, მარტივი მაგალითი:
ამ წამს წავაწყდი ნიუსს, რომ თბილისის ცენტრალურ სადგურზე რუსულად წერია მატარებლის განრიგი. ცხადია, გავბრაზდები და გამოვთქვამ პროტესტს:
თბილისის ცენტრალურ სადგურზე ოკუპანტის ენაზე არ უნდა ეწეროს არც მატარებლის განრიგი და არც “მაროჟნის” ფასი…
(კი, ფეისბუქს ვიყენებ მნიშვნელოვან მოვლენებზე ჩემი აზრის დასაფიქსირებლად და არა ჩემი აპოლიტიკურ-ნეიტრალური პოზიტივებით თქვენი ტკბობისთვის.)
გამომიხტება ვინმე სირტროლა და მეტყვის: შე უტვინო, აბა, რა ენაზე უნდა ელაპარაკო რუსს რომ გააგებინოო? და მერე მისი ძმა ტროლებიც შემოფრინდებიან და “უტვინოს” ხან ბატისტვინათი ჩაანაცვლებენ, ხან სხვა უამრავი სინონიმით, მარა ყველას ერთხმად გაუკვირდება: აბა რა ენაზე უნდა უთხრა რუსს, რომ გააგებინო?!
მერე ღორთავა დეიდებიც შეუერთდებიან და სუუუ შე მახინჯოს (ასევე ინტერპრეტაციებით) ძახილით შემოცვივდებიან…
მერე რუსეთი თუ ოკუპანტია, თურქეთი უფრო ოკუპანტი არარისო, მკითხავენ ყოველი სიტყვის ერთმანეთისგან დასაყოფი, უვიცი, მაგრამ ბრბოსთვის მრავლისმეტყველი პოპულისტური წერტილებით; მერე ის ცხრა წელზე გადაფრინდებიან, რადგან უთხრეს, რომ ცხრა წლის ხსენება, სხვათა შორის, ისევ ეფექტურია და კიდევ კარგა ხანს იქნება); მერე ერთდროულად ათეისტს და სატანისტს მომაძახებენ; და მერე წადი საქართველოდან შენს ელგებეტე ევროპებშიო, ან ზელენსკისთან წადიო, რომელიც თვითონ არსად შეჭრილა, მაგრამ რატომ არ ჩაბარდა ომის გარეშე და სამშობლო არ გააუქმაო… (პუტინს კი არ დაწყევლიან, რომელიც სხვის მიწაზე შეიჭრა და ხოცავს უდანაშაულო ადამიანებს, დაწყევლიან ზელენსკის, რომელიც მის ქვეყანაში შემოჭრილ მტერს ებრძვის და არ ნებდება)….
და პოსტზე, სადაც ვაპროტესტებ, რომ თბილისის სადგურში რუსულად არ უნდა ეწეროს განრიგი – ტროლთა ჩატში ჩაზელილ მთელ ამ დავალებული აბსურდების ასორტის ერთ ამოსუნთქვაზე მისტროჩკავენ….
და აღარც დავცინო?“
კომენტარები