შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა:
“არ ყოფილა სოსო გოგაშვილი ოპერაციის დროს პანკისში. ასევე, რატომღაც სპეცრაზმზე გაამახვილა ყურადღება. სპეცდანიშნულების რაზმი მექვემდებარებოდა პირადად მე და მას ვერავინ მისცემდა ბრძანებას. არ გაცემულა ის ბრძანება, რომ ვთქვათ ლიკვიდაცია მოეხდინათ ვინმესი, ამ შემთხვევაში მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია მოხდა, ძალიან სამწუხაროა, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს. მძიმე იყო პირველ რიგში ოჯახისთვის და ყველა ჩვენგანისთვის. ასეთი ბრძანება არ გაცემულა. სპეცდანიშნულების რაზმს ვხელმძღვანელობდი მე, ჩემი საკურატორო იყო, მაგრამ მას ჰყავდა თავისი მეთაური რა თქმა უნდა”
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილმა რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ღია წერილით მიმართა, სადაც ეუბნებოდა, გამოეჩინა გამბედაობა და ეღიარებინა, რომ ის სპეცრაზმი, რომელმაც სპეც. ოპერაცია ჩაატარა პანკისში, უშულოდ მას ემორჩილებოდა.
კომენტარები