ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
“ყველამ, ვინც სერიოზულად `არჩევს` აშშ ელჩისადმი (სინამდვილეში ამერიკის სახელმწიფოსადმი!) `ღია წერილებს` და `არგუმენტებიც` მოაქვს, გაითვალისწინოს, რომ პოლიტიკის საკვანძო (მ)ცნებაა `კონტრპროდუქტიულობა`.
შედეგი ნული კი არ იქნება, არამედ `მინუსი` და ამის ნიშანია მრავალნაცადი ელჩის მიერ `გავრილოვის ღამის` პირველად (!) ხსენება სპეციფიურ კონტექსტში.
ეს მხოლოდ პირველი `მარკერია` მეთქი უარყოფითი შედეგის მიღებისა ბრიყვული სწორხაზოვნების პროდუქტად.
პოლიტიკას, კანონებთან ერთად, ტექნოლოგიაც აქვს და ეს ტექნოლოგია პირველ რიგში ელასტიურობაა; იგივე პრაგმატიზმი, იგივე მიზანშეწონილობა, იგივე საკუთარი რესურსების ადეკვატურად შეფასება და იგივე ჭკვიანური დათმენა.
აი მაგალითად: ამ ჭკუისკოლოფებს ვეკითხები, ამერიკის სახელმწიფოს (აშშ სახელმწიფოს და არა ელჩს!) რომ ამუნათებენ ახლა: 2020 წელს, არჩევნების მერე, `პარალელური დათვლის` პროცესში რომ…..`უცნაურობანი` აღმოჩნდა და რაც მთავარია ამ უცნაურობათა ავტორებმა რომ იგი თავად აღიარეს (იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ) , თქვენ რა, მართლა გგონიათ აქ კელი დეგნანის წვლილი არ იყო?
`წვლილი` იყო კი არა გადამწყვეტი იყო!
და ვის სასარგებლოდ მოხდა მაშინ ოპოზიციის ამ მთავარი არგუმენტის (პარალელური დათვლის შეუსაბამობა ოფიციალურ მონაცემებთან) გაბათილება და ამის აღიარება?
შეგახსენებთ: 2003 წელს სწორედ ეს გახდა რევოლუციის მთავარი `სათქმელი`.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ცოტა ტვინი დაატანეთ რა – როგორ შეიძლება პოლიტიკაში ასეთი სწორხაზოვნება, ამგვარი `ცალსახოვნება` (ერთი მახინჯი გამოთქმით), არატექნოლოგიურობა, არაელასტიურობა, არაპრაგმატულობა…..
თუ პრობლემას ხედავთ, ამას `რქებით შეტევა` კი არ უნდა, არამედ ფაქიზი, პროფესიონალური მუშაობა, კომპრომისების ძიება და არა სრული ვიოლონჩელობა, თითქოს ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა და ახალი თავის ტკივილის გაჩენა უნდა.
ჯერ ის ვერ მოუნელებია ამ დიდ სახელმწიფოს, 2008 წელს გარეწარმა უსამა ბენ ლადენმა რომ თქვა და ყველამ გამოაქვეყნა (მტერმაც და მოყვარემაც) მისი განცხადება: `ხომ ხედავთ ამერიკამ საქართველო როგორ მიატოვაო`.
გახსოვთ იმ ძაღლთაპირის ეს განცხადება? ბევრს არ ახსოვს, რადგან არ უთხრეს და რაც არ უთხრეს როგორ/რანაირად ეხსომება?
აი ამერიკის სახელმწიფოს კი ყველაფერი ახსოვს.
რა ჯანდაბად ენდომება ახლა `საქართველოს ომში ჩართვა` კიდევ, როცა 2008 წელს ფოთიდან რუსი აგრესორების მიერ მოპარული `ჰამერები` კვლავ მოსკოვის მუზეუმში აქვთ გამოფენილი ქურდებს?
კარგით რა…….
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
რაც შეეხება ამერიკის და ევროკავშირის `ღერძულა` ინტენციას საქართველოში (თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში), ისინი ალტერნატივების შექმნას და გაძლიერებას არასდროს მოიშლიან.
ა რ ა ს დ რ ო ს.
გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა!
ეს უნდა მიიღოთ როგორც მოცემულობა და მის საფუძველზე იმუშავოთ.
რატომ? იმიტომ, რომ transition of power არის მათი (ზოგადად დასავლეთის) იმმანენტური, ძირის-ძირეული, ფუძემდებლური, აბსოლუტურად შეუვალი და ამოუძირკვავი ინსტინქტი.
ესე იგი ღირებულება, რომელიც იმდენად ღრმაა, რომ ინსტინქტად იქცა.
არა, ეს არ არის პრიმიტიული გაგებით `ხელისუფლების შეცვლა`, ანუ A ხელისუფლების ჩანაცვლება – B პოლიტიკური ძალით, როგორც ზოგიერთ მართლა პრიმიტივს ესმის.
ესე იგი კონკრეტული ხელისუფლების შეცვლა/ჩანაცვლება მეორე კონკრეტული ხელისუფლებით.
არ დაიჯეროთ ვინც ამას ასე გეუბნებათ, ეს არის დიდი და ბოროტი ტყუილი:
ევროპასაც და ამერიკასაც `ესენი` ისევე ჰკიდია, როგორც `ისინი`. და `ისინი` ისევე, როგორც `ესენი`.
ანუ არასწორი გაგებაა დასავლური მოტივაციისა.
ჩვენი გენიალური დედა ენა გვაძლევს საშუალებას იმის გამოსახატად, თუ რა არის სინამდვილეში ეს ინტენცია:
ესაა ხელისუფლებათა ცვალებადობის (!) სტრატეგიული უზრუნველყოფა.
ასეთია ცნება Transition of power მათეული გაგება.
`ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ა!`
და შესაბამისი ინსტიტუციების, შესაბამისი მექანიზმების კულტივირებაც იმ ქვეყნებში სადაც მუშაობენ.
\დიახ, კულტივირება NGO სექტორით, კულტივირება სასამართლოში, კულტივირება კრიტიკული მედიის გაძლიერებით და ა.შ და ა.შ./
ოღონდ არა პირდაპირი `მანიპულაციით` – როგორც `პარალელური ხმის დათვლის` შემთხვევაში იყო.
ეს მოვე ტონია, – თამაშის წესთა დარღვევაა.
ამას საკუთარ თავს არ აკადრებენ.
ვიმეორებ: არა `ხელისუფლების შეცვლა`, არამედ `ხელისუფლებათა ცვალებადობა`, როგორც სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი.
მათ მიაჩნიათ, რომ დემოკრატიის გულანი არჩევითობა კი არ არის სინამდვილეში, არამედ Transition of power როგორც სისტემა – ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ა!
აბა დავაკვირდეთ: რატომ არის ამერიკაში `ორი საპრეზიდენტო ვადის` შეზღუდვა?
ეს ხომ თითქოს არადემოკრატიულია?
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
მოგწონს-არმოგწონს ეს დასავლური იმმანენტური ინტენცია და ინსტინქტი – სხვაა.
გიყვარს – არგიყვარს სხვაა;
გახარებს – არგახარებს სხვაა
ხედავ ქვეყნისთვის ეგზისტენციურ საფრთხეს თუ არ ხედავ ქვეყნისთვის საფრთხეს A პოლიტიკური ძალის ჩანაცვლებაში B პოლიტიკური ძალით – სხვაა.
ამას დასავლეთი არგუმენტად არ მიიღებს – გამორიცხულია!
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
მე არ `ვაპრავებ`, მე ვხსნი
ვ ხ ს ნ ი ანუ აღვწერ.
და გინდათ `ნაცი` მეძახეთ, გინდათ `ქოცი`.
რაც მთავარია, მე ხომ ვიცი, რომ არა ვარ არც ერთი და არც მეორე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
შესაბამისად, ჭკვიანი პოლიტიკური ძალა, თუნდაც B პოლიტიკურ ძალაში ქვეყნისთვის ეგზისტენციურ საფრთხეს ხედავდეს (მართებულად თუ უმართებულოდ სხვა თემაა) მხოლოდ ამ დასავლური ინსტინქტით შექმნილი მოცემულობის ფარგლებში უნდა მუშაობდეს ფრთხილად, რაფინირებულად, ჭკვიანურად და პოლიტიკური, ასევე დიპლომატიური ტექნოლოგიის დაცვით, რეალობის გაცნობიერებით და იმ ეჭვმიუტანელი დებულების გათვალისწინებით, რომ საქართველო ევროპულ ცივილიზაციას და მის თვისებრივ, ღერძულა ინტინქტებს ვერაინაირად ვერ შეცვლის.
სანამ თუნდაც ერთი დასავლური საელჩო იარსებებს საქართველოში, ის მუდამ შეეცდება ამ `ღერძულა` ინსტიტუტის კულტივირებას ქვეყანაში: Transition of power. ხელისუფლებათა ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ა.
ზოგ ქვეყანაში გამოსდის, ზოგ ქვეყანაში არ გამოსდის, თუმცა ყველგან ცდილობს გამონაკლისის გარეშე.
კი, ზოგჯერ უარეს შედეგსაც იღებს (ხოლმე);
მაგალითად, სწორედ ამ იმმანენტური ინსტინქტის განხორციელების შედეგად, ეგვიპტეში, 13 წლის წინ, დაამხეს დიქტატორი ჰოსნი მუბარაქი და შედეად, დემოკრატიული არჩევნების გზით მიიღეს….ისლამის ფანატიკოსთა (ე.წ. `მუსლიმთა საძმო`) ხროვა ხელისუფლებაში.
ხოლო მისი გაძევება ეგვიპტის ხელისუფლებიდან მხოლოდ და მხოლოდ მუბარაქის ტიპოლოგიური ტყუპისცალის, გენერალ ასისის მეშვეობით მოხერხდა.
კი ასეც ხდება.
მაგრამ ამგვარი ექსტრემალური შემთხვევები ხსენებულ მოცემულობას და მის ღერძულა ინსტინქტს ვერ ცვლის.
თუ დასავლეთი გვინდა, იგი უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა იყოს.
ჩვენ უნდა `შევეწყოთ` მას და არა ბრიყვულად ვეცადოთ იგი `შეგვეწყოს`
ხოლო ის, რასაც ამჟამად ეს ჭკუისკოლოფები აკეთებენ, მოიტანს უარეს შედეგს!
თუ არა და ნახავთ აგერ.”
კომენტარები