სამოქალაქო აქტივისტი, კახა მიქაია:
ციკლიდან: აბა, ომი გინდათ?!
დღეს ,,ქართული ოცნება” სხვისი დროშის ფერია,
რესტორნებში რუსულად ,,ქართველები” მღერიან…
მასპინძლობენ ,,ტურისტებს”,
დღეს აქ ყველა ქველია,
ჩვენთან სტუმარ-მასპინძლის
ტრადიცია ძველია…
ვატყობ, ერთერთ საელჩოს მაინც ვეღარ შველიან,
თუმც, მის გადასარჩენად
,,ლოცვა აღუვლენიათ”…
ძლიერ უყვართ ქეიფი,
(თან, დოლარებს ელიან),
რესტორნებში რუსულად ,,ქართველები” მღერიან …
შენ დაუკარ…
P.S.
რესტორნების, კაფეების მეპატრონეებისა და მათ მიერ დასაქმებულთა საყურადღებოდ!!!
სასწრაფოდ დაიწყეთ რუსული ენის შემსწავლელ კურსებზე სიარული!!!
ხელისუფლება თქვენგან ,,მოძმე” რუსი ერის მომსახურეობის მაღალ სტანდარტს მოითხოვს!!!
მითუმეტეს, საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადების შემდეგ…”
კომენტარები