პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:
„გახსოვდეს, ვისთანაც გულწრფელი ვერ იქნები, ის ურთიერთობა ყალბია…
გახსოვდეს, ვისაც მხოლოდ შენი დადებითის გამო უყვარხარ, არ ყვარებიხარ…
გახსოვდეს, ვინც მხოლოდ მწუხარების ჟამს დგას შენ გვერდით, შენი სიხარული მისთვის მტკივნეულია…
გახსოვდეს, ვინც შენზე მარადიულად აგრესიით და გაღიზიანებით საუბრობს, ფარულად და ფანატიკურად უყვარხარ…
გახსოვდეს, თუ ვინმე ყველაფერში გამართლებს, შენით ერთობა…
გახსოვდეს, ვინც ხშირად გიმეორებს, რომ შენი ერთგულია, სადღაც გღალატობს…
გახსოვდეს, ვინც შენთან მოდის და შენზე გავრცელებულ ჭორებს გიყვება, ისიც იმ ჭორების მხარეს დგას და სხვას აბრალებს…
გახსოვდეს, ვინც მუდამ ქველმოქმედებაზე საუბრობს, ძალიან ძუნწია…
გახსოვდეს, ვისაც ქრისტეს სახელი ბაგეზე აკერია, ყველა ქრისტიანი არ არის…
გახსოვდეს, ვისაც ბევრი მეგობარი ყავს, მარტოსულია!..“
კომენტარები