დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, დიდი ეკლესიურობით არ გამოირჩევა და სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრება.
ამის შესახებ განცხდება იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„მე დიდი ეკლესიურობით სამწუხაროდ არ გამოვირჩევი და რომ გითხრათ ახლა ბოლოს როდის ვიყავი დამავიწყდა, ამიტომაც ტელევიზიით ვადევნებ ხოლმე თვალყურს და რა თქმა უნდა წელსაც იგივეს ვიზამ, მითუმეტეს ამ პირობებში მე ნამდვილად ვერ მოვიცლი ამისათვის, თორე შეიძლება წელს წავსულიყავი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ამასთან, სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრებიან, როგორც ამბობენ და ტელევიზორიდან მიადევნებენ თვალყურს. : მაია ცქიტიშვილი, ნათია თურნავა, ეკატერინე ტიკარაძე და ლევან დავითაშვილი.
კომენტარები