ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი აქვეყნებს ფოტოს და წერს:
მართლა გეუბნებით ამათზე უბედური ადამიანები ძაან ცოტა მინახავს და გთხოვთ ყურადღებით წაიკითხეთ
ესენი დედა და შვილი არიან. ორივე ფსიქიურად და ფიზიკურად ავადმყოფი. შრომის უუნაროები, ერთმანეთსაც ვერ ტოვებენ და სულ ერთად არიან. შვილს, ხელს ერთი წუთითაც ვერ უშვებს დედა, იმიტომ, რომ გოგოს თავბრუ ეხვევა სულ და მიწაზე ეცემა.
ცხოვრობენ წყლით სავსე სარდაფში.ციხის კარცერიც კი არ არის ასეთი საშინელი გეფიცებით.
სძინავთ პირდაპირ წყალში დადებულ, დამტვრეულ, ძველ დივანზე. ვირთხებით და კატებით არის სავსე აქაურობა,როგორი ჰაერი იქნება ალბათ წარმოგიდგენიათ. აქ ჯანმრთელიც კი მაშინვე დაავადდება.
არ აქვთ საერთოდ არაფერი, აი საერთოდ არაფერი. პური ჩვენგან მიაქვთ ხოლმე და სოციალურ სასადილოში იკვებებიან, თუ მოახერხეს გარეთ გამოსვლა.
ამ ჯოჯოხეთში მშიერი ძილი რანაირია, კი მიხვდებით.
მისამართს ვერ დავწერ, ყველა უცნობის ეშინიათ და ყვირილს იწყებენ. ჩვენც სამი თვეა ვიცნობთ და მხოლოდ გუშინ გვაჩვენეს სად ცხოვრობენ.
მოგვეხმარეთ ვინც რითი შეძლებთ, ამათ ასე ვერაფრით ვერ დავტოვებთ, ზამთარს კი არა, ზამთრამდეც ვერ მიაღწევენ, ისეთი საშინელება სჭირთ.
შეგვიძლია რამდენიმე დღეში შევცვლოთ ადამიანების ცხოვრება. ამათ ახლა ყველაზე მეტად ვჭირდებით.
დღესვე დავიწყებთ ჩვენ მოგვარებას და თქვენც გაგვივრცელეთ ეს ამბავი, როგორც შეძლებთ.
აბა ჩვენ ვიცით სახლი უნდა გავანათოთ
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ –
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისიბანკი
PayPal – Sinjikashvili@gmail.com
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili
კომენტარები