უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლი, ალექსეი არესტოვიჩი რუსი იდეოლოგის, დარია დუგინას მკვლელობაზე მარკ ფეიგინის გადაცემაში ისაუბრობს და თქვა:
“როგორც ვნახეთ, ფეესბემ უკვე ჩაატარა გამოძიბა და “მოძებნა” დამნაშავეები. რა თქმა უნდა, ეს არიან უკრაინელი სპეცსამსახურები, და რა თქმა უნდა, აზოვიდან. ამ ვერსიის გაუმართაობაზე ლაპარაკი არც კი მინდა.
უბრალოდ უნდა დავსვათ კითხვა: რაში ჭირდებოდათ უკრაინულ სპეცსამსახურებს დარია დუგინას მოკვლა? არანაირი ლოგიკა არ არის. რატომ უნდა მოკლა ვიღაც გოგო, ან თუნდაც მამა დუგინი, თუ ისინი არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენენ?
მოსკოვში ბევრი სხვა სამიზნეა სამხედროებს და სპეცსამსახურის თანამშრომლებს შორის, ვინც პირდაპირი გავლენა მოახდინა ომზე.
პროპაგანდისტის ან იდეოლოგის მოკვლით ხომ მას წმინდანად, გმირად აქცევ, მის გამონათქვამებს ხომ ქვებზე ამოტვიფრავენ და ჩარჩოებში ჩასვამენ?
მე მაქვს ვერსია. რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ არავითარი დუგინის მოკვლა არ უნდოდათ. ზუსტად მისი (დარია დუგინას) მოკვლა უნდოდათ. მოკლეს რუსულმა სპეცსამსახურებმა, ან მსგავსმა ჯგუფებმა. მოკლეს ფულის გამო.
ვფიქრობ რაღაც ფულის ამბავში გაეხვივნენ, ან ბიუჯეტი გამოწოვეს, ან რაღაც სხვა, ან ვერ გაიყვეს, ან რაღაც ისე არ გააკეთეს, როგორც პირობა დადეს. ეს არა შვილი, არამედ მამა იქნებოდა. როგორც ჩანს სადღაც ფულის არხზე დაჯდა. კლავენ ძირითადად ფულის გამო. თან სერიოზული ფულის გამო. მთელი ეს ლაპარაკები, რომ აი მოკლეს იდეოლოგიის გამო, რომ რუს რადიკალებში მოძრაობა გააღვიძონ და ა.შ. ეს ყველაფერი მაქსიმუმ შეიძლება თანმდევი მიზნები იყოს. 100%–ით დარწმუნებული ვარ, რომ ფულის გამო მოკლეს. ჩემი აზრით ეს შიდა ისტორიაა, რომელიც დუგინმაც კარგად იცის. ასეთია ჩემი ვერსია
სავარაუდოდ ეს მამამ გააკეთა და შვილის საშუალებით აჩვენეს, რა ემუქრება.“
კომენტარები