საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში იმყოფება, განაცხადა:
„ტერიტორია პირობითად დაყოფილი გვაქვს 3 სექტორად. ზოგიერთ სექტორში უკვე დასრულებულია სალიკვიდაციო სამუშაოები და მიმდინარეობს ამ პოზიციის შენარჩუნება, ზოგან სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა, გვაქვს ცხელი წერტილები გამომდინარე მაღალი ტემპერატურისა, რასაც ქარიც ხელს უწყობს“, – აცხადებს მღებრიშვილი.
ბორჯომში, ზორეთის ტერიტორიაზე ტყის მასივში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა, სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში რამდენიმე ხანძრის კერა 21 აგვისტოს, დილიდან წარმოიქმნა.
ხელისუფლების განცხადებით, ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტურად განხორციელების მიზნით, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.
კომენტარები