“ენმ”–ის წევრი, რომან გოცირიძე:
“გუშინ თავდაცვის მინისტრმა ბორჯომში ტყისპირას ილოცა და ღმერთს ხანძრის ჩაქრობა შესთხოვა. ხანძარმა არაო. სჯობია კანცელარიის წინ ილოცოს, რომ ბიუჯეტიდან რამდენიმე ვერტმფრენის საყიდი ფული გამოიყოს. ლოცვაში უნდა მოიხსენიოს ათასზე მეტი პერსონალური მანქანა, რომელთა მესამედის გაყიდვა და საწვავის, მძღოლის, რემონტის და სხვა დანახარჯების ეკონომია როგორც შსს-ს, ასევე თავდაცვის სამინისტროს საკმარისი ვერტმფრენებით უზრუნველყოფდა.”
შეგახსენებთ, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, გუშინ, 22 აგვისტოს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ჩავიდა და სპეციალურად შექმნილ შტაბში, სასულიერო პირებთან ერთად ილოცა.
კომენტარები