“ცდილობდნენ იარაღის ჩადებას” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორიგ ბოტკოველი საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს და ახალქალაქში პარტიის წევრის, არტურ მკოიანის სახლის ჩხრეკასა და მის დაკავებას ეხმაურება.
გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ ჩხრეკის შემდეგ არტურ მკოიანი დააკავეს. მისივე თქმით, მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, “რისი მთავარი შემოქმედიც გახლავთ ახალქალაქის პოლიციის უფროსი შალვა ლომსაძე”. მისივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ლომსაძის მხრიდან მსგავსი ფაქტები მიმდინარეობს.
“…მასზე ხორციელდებოდა სხვადასხვაგვარი ზეწოლა, ტერორი, შანტაჟი, რათა მას დაეტოვებინა ნაციონალური მოძრაობა. ეს არის კიდევ ერთი ერთგვარი გამოხატულება “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხრიდან, რომ მთავარი სტრუქტურა, რომელიც უნდა ზრუნავდეს ამ ქვეყანაში ადამიანების დაცვაზე, დაკავებულია ადამიანების და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ტერორით” – ამბობს ბოტკოველი.
,,მთავარი არხი”
კომენტარები