23 აგვისტოს რუსი პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე, ლევან ვასაძის წერილიც წაიკითხეს.
ლევან ვასაძე წერილში, წერს:
გამოხმაურებების ნაკადში, თავისი დემონური დაუნდობლობით გამოირჩეოდა ერთი – სააკაშვილის დროინდელი ყოფილი თავდაცვის მინისტრი წერდა:
“როგორც იქნა, დუგინს ვასაძესთან მეგობრობა გამოადგება, ქალიშვილის ქელეხზე ეყოლება თამადა, რომლის მსგავსიც არავის უნახავს… ვინც ფიქრობთ, რომ ასეთ თემებზე ხუმრობა არ შეიძლება, დებილები ხართ.”
ეს იგივე მოღვაწეა (გულისხმობს ირაკლი ოქრუაშვილს), რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა რუსებს, როცა თქვა, რომ ისინი სვამენ ფეკალიებს, რის შედეგადაც რამდენიმე წლით აკრძალეს საქართველოდან რუსეთში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის იმპორტი. არავის დაუთვლია, ამის გამო საქართველოში რამდენ ადამიანს მოაკლდა წამალი, საკვები და სხვა. ასეთი არსებები გაბოროტებული უყეფენ ყველაფერს. საშინელებაა, რომ ისინი ყველგან არიან: რუსეთშიც, საქართველოშიც და უკრაინაშიც.
ეს, ასე ვთქვათ, ადამიანი, აქაც მცდარია: არც ჯანმრთელობა, არც უსაფრთხოება არ მაძლევს საშუალებას ვიყო დაშას მშობლებთან, მათთვის ამ ურთულეს ჟამს, რისთვისაც მათ პატიებას ვთხოვ.
ეს მაგალითი კარგად აღწერს იმ დაყოფას, რომელიც ყველა ერს შორისაა: დაყოფა ადამიანებად და არაადამიანებად.
ისინი, ვინც თავს უფლებას აძლევს მიცვალებულებს დასცინონ, სჩადიან იმავე ჰიბრისს, რომელსაც ელინები ასე გმობდნენ და რაზეც საკუთარ ლექცებში ალექსანდრე გელევიჩი საუბრობს.
დარწმუნებული იყავით, მოკლული დაშას მამას ვინმემ სამაგიეროს გადახდა, შვილებზე ასეთი შურისძიებით რომ შესთავაზოს, ამ აზრს უკუაგდებს, როგორც არაადამიანურს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ იქნებოდა დიდი რუსი ფილოსოფოსი, ვერ იქნებოდა ადამიანი.”
შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილი, წერდა:
“ინდე სად გამოადგა დუგინს ლევან ვასაძესთან ძმაკაცობა. შვილის ქელეხში თამადა ეყოლება მსოფლიოში ანალოგი რომ არ ყავს.
მართალია გეოგრაფიულად დავპატარავდით, ბევრი ადამიანი წავიდა და ქვეყანა იცლება, მაგრამ დუგინის შვილის ამბის განხილვაზე ქართველების რეაქციებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მსოფლიოში 1 კვადრატულ მეტრზე ყველაზე მეტი სირი საქართველოში მოდის.”
კომენტარები